21 ადამიანი დაშავდა პერუში, ლიმას პროვინციაში მგზავრებით სავსე ორი ფურგონისა და ერთი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის შესახებ ლურინგანჩო-ჩოსიკას ადგილობრივი ხელისუფლება კადრებს ავრცელებს, რომლებშიც შეჯახების მომენტია ასახული.
ერთი მოქალაქე, რომელიც ქუჩას კვეთდა, სასწაულებრივ გადაურჩა ავარიას.