თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. ეს განცხადება ვაშინგტონში მოსკოვში რამდენიმე შენობაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ გააკეთეს.
რუსეთი უკრაინას მკაცრი საპასუხო ზომებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ორმა დრონმა მოსკოვში მრავალსართულიანი შენობები დააზიანა.
ერთ-ერთი დრონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ახლოს ჩამოვარდა.
მოსკოვმა მომხდარს თავხედური ტერორისტული აქტი უწოდა. დრონებით თავდასხმისას არავინ დაშავებულა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი უფრო მეტ მსგავს თავდასხმას უნდა ელოდოს.