„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ - ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

24 ივლისი 2023, 12:02 670 ნახვა

“საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ” - ამ სახელწოდებით ბათუმში რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მონაწილეები ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციებსა და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდებს განიხილავენ. ამასთან, იმსჯელებენ ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების აღსრულების საკითხებსა და სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის  საფრთხეებზეც.

საქპატენტი ასევე გეგმავს ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმს. დასკვნითი ღონისძიება კი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკას მიეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამაა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი