საზონოვი - „ლიონი“ საბა საზონოვს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

24 ივლისი 2023, 10:59 544 ნახვა

"ეკიპის" ცნობით, "ლიონი" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" 21 წლის ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა მოლაპარაკება კლუბებმა უნდა გამართონ.

გამოცემა იტყობინება, რომ საზონოვი "ლიონის" მთავარი სატრანსფერო ამოცანაა, "დინამოსთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მასში რუსული კლუბი 3-4 მილიონ ევროს მოითხოვს.

საზონოვი მზადაა "ოლიმპიკთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, თავად ფრანგულმა კლუბმა კი შეძენის შემთხვევაში შეიძლება იჯარით ბელგიურ "მოლენბეკში" გაუშვას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი