თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი დღეს შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.
რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.