ხანძარი საბერძნეთში

23 ივლისი 2023, 11:55 561 ნახვა

ტყის ხანძრის გამო საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე ხანძარს მე-5 დღეა ებრძვიან.

ამ დროისთვის 30-ზე მეტი კერძო ნავით და სანაპირო დაცვის გემებით 2000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის არიან ტურისტებიც.

ადგილობრივი ხელისუფლება მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ხანძრის ლოკალიზების პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში