ხანძარს მექსიკაში 11 ადამიანი ემსხვერპლა 

23 ივლისი 2023, 10:05 468 ნახვა

11 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ მექსიკის შტატ სონორაში, ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბარიდან გაძევებულმა პირმა შენობაში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გაჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით 1 პირი უკვე დააკავეს, რომელიც ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში