UNESCO ოდესის ისტორიულ ცენტრზე ოკუპანტის თავდასხმებს გმობს

22 ივლისი 2023, 14:05 634 ნახვა

UNESCO ოდესის ისტორიულ ცენტრზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზიანი ოდესის არქეოლოგიურ, საზღვაო და ლიტერატურულ მუზეუმებს მიადგა, რომლებიც 1954 წლის ჰააგის კონვენციით არის დაცული.

ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის პორტი, მარცვლეულის საწყობები და მახლობელი რეგიონები ისევ დაბომბა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში რეგიონში 20-მდე ადამიანი,  მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ბოროტების წინააღმდეგ  უკრაინა საპასუხო ზომებს მიიღებს. „ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და ვხედავთ მსოფლიოში მზადყოფნას, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში