მსოფლიოს მილიონობით მოსახლეობას პოტენციურად შიმშილი ემუქრება - ეს განცხადება ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გააკეთა.
მარტინ გრიფიტსი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში მარცვლეულის გლობალური ფასები გაიზარდა. მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლასთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, სადაც ასევე აღინიშნა, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი იმედგაცრუების კვირა.