ახალი პოლიტიკური პლატფორმა - პოლიტიკური შეფასებები

21 ივლისი 2023, 11:31 619 ნახვა

მარკეტინგული ჩანაფიქრი, რომლის რეალური პერსპექტივა  მარცხია - ასე აფასებენ ''ნაციონალური მოძრაობისა'' და ''სტრატეგია აღმაშენებლის'' წინასაარჩევნოდ საერთო ქოლგის ქვეშ გაერთიანებას საპარლამენტო უმრავლესობაში.  

მიაჩნიათ, რომ გიორგი ვაშაძის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანება საარჩევნო ბარიერის გადალახვის სურვილს ემსახურება. რეალურად კი, სტრატეგია აღმაშენებელი ნაციონალურ მოძრაობას გამიჯნული არც არასდროს ყოფილა და ისინი ყოველთვის საერთო დღის წესრიგით მოქმედებდნენ. სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსი წითელი ხაზია, არც თანამშრომლობას განიხილავენ და ვერც გაერთიანების პერსპექტივას ხედავენ.

ნაწილი მათგანი ალტერნატიული პლატფორმის შექმნას აანონსებს, მეორე ნაწილს კი მომავალი წლის არჩევნებისთვის საერთო სიების არსებობის ინტერესი არ გააჩნია. პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ არ იცის სხვა პარტიები  შეუერთდებიან თუ არა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი მათთვის ხალხთან კოალიციაა, მიზანი კი ევროპული გზა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში