ევროპარლამენტარების განცხადება 

20 ივლისი 2023, 11:05 606 ნახვა

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, “ალტ-ინფო” და მისი ლიდერი კონსტანტინე მარგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

ევროპარლამენტარები წერილის ადრესატებს მოუწოდებენ, “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან, რათა უმაღლეს დონეზე დაგმონ კვირას, 8 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ LGBTIQ-ფობიური თავდასხმები”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი