ტყის ხანძრის ასობით კერა იწვის კანადაში. კვამლით გაჟღენთილია ჰაერი მთელ ქვეყანაში და შეერთებული შტატების ნაწილებში. კანადის ნავთობის პროვინცია ალბერტაში, სადაც წლის დასაწყისიდან 864 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, ამჟამად მძვინვარე 120 ხანძრის კერიდან 20 უკონტროლოა.
კვებეკში რამდენიმედღიანი წვიმა დაეხმარა მეხანძრეებს ხანძრის კერების 160-დან 101-მდე შემცირებაში. ძლიერი ტყის ხანძარია საბერძნეთშიც.
ათენის ჩრდილო-დასავლეთით უზარმაზარ რეგიონში ცეცხლმა გაანადგურა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობა იძულებული იყო დაეტოვებინა სტიქიის რაიონი.
ორშაბათს გაჩენილ ხანძარს ებრძვის 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და მოხალისე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და ცხრა შვეულმფრენი.