რუსეთის ძალებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

19 ივლისი 2023, 10:00 637 ნახვა

რუსეთის ძალებმა უკრაინაზე შეტევა ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ღამით გამოცხადებული იყო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტებით "კალიბრი" და Х-22-ით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქზეც. უკრაინის საჰარეო თავდაცვამ მათი განადგურება მოახერხა.

კიევის და ოდესის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასკის, ჟიტომირის და ხმელნიცკის ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი