შეხვედრა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებთან

17 ივლისი 2023, 14:30 612 ნახვა

დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023, რომელიც სპორტის შვიდ სახეობაში გაიმართა. წარმატებით იასპარეზეს ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სამ გუნდურ სახეობაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

მინი-ფეხბურთში გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის გუნდი. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გამარჯვებული გახდა ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს ვაჟ ფრენბულთელთა გუნდი.

დღეს გამარჯვებულ სპორტსმენებს აჭარის სპორტის დეპარტამენტში უმასპინძლეს. სამომავლოდ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში