საქართველო ყველანაირად მზად არის, ალიანსის წევრი გახდეს, ამისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2023, 17:53 725 ნახვა

თავის დროზე უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები რომ გამხდარიყვნენ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველანაირად მზად არის, რომ ალიანსის წევრი გახდეს.

„სტატუს კვო დარჩა ძალაში უკრაინასთან მიმართებით, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ჩვენთვის ეს არის მისაღები შედეგი და პროგნოზიც ასეთი იყო. იმ ვითარებაში, როცა რეგიონში არის მძიმე მდგომარეობა, საქართველოსთან მიმართებით რაიმე სიახლეს არავინ ელოდებოდა. უკრაინის შემთხვევაშიც არავითარი სიახლე არ იყო, რაც ერთადერთი რამის შედეგია – ნატო-ს უჭირავს პრაგმატული პოზიცია რუსეთთან მიმართებით. ეს პირდაპირ დაფიქსირდა კომუნიკეში. რეალურად, საქართველო ყველანაირად მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ ამისათვის მზად ვართ, თუმცა მზაობა არ არის მეორე მხარეს. ამის მზაობა არ იყო არც 2006 წელს, არც 2008 წელს, არც 2012 წელს, არც ამის შემდეგ. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ თავის დროზე მაგალითად, უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა. საქართველო ყველანაირად მზად არის, ალიანსის წევრი გახდეს. ამისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი