გასულ ღამეს, რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი რაკეტებით დაესხა თავს

13 ივლისი 2023, 09:59 564 ნახვა

გასულ ღამეს, საოკუპაციო ძალების სამიზნე კიევი გახდა. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქს, დრონებით დაესხნენ თავს. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. რუსეთმა უკრაინაზე წუხანდელი თავდასხმისას უპილოტო საფრენი აპარატები და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით,  რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 15 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს. მათივე განმარტებით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ასევე განმარტავენ, რომ მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის პუნქტი, 16 საარტილერიო საშუალება, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური გაანადგურეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის 4 რაიონში. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა 4 ადამიანი. წუხანდელი თავდასხმის გამო, კიევის გარდა, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის რამდენიმე ოლქში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი