სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

11 ივლისი 2023, 15:17 698 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

„საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი