ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვილნიუსის სამიტი არის დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაეყენებინა ნატოში გაწევრიანების საკითხი და ესაუბრა ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ლიეტუვაში საქართველოს დელეგაცია ფართოდ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მათ შორის სამიტს უნდა დასწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე კი იმ პროგრამებსა და წვრთნებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მისივე რწმუნებით ნატოსთან თავსებადობის კიდევ ერთი დასტურია.