ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. ვილნიუსის სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები - პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება სწორედ ნატო-ს მხრიდან, ბურთი ნატო-ს მხარეს არის და ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.
დოლიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.