ვილნიუსში ნატოს სამიტის მთავარი თემა ალიანსში უკრაინის და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უთანხმოებისა და დაბრკოლებების დაძლევაა.
საფრანგეთის, ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ნატოს 31 ლიდერთა შორისაა, რომლებიც სამიტს დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტიც დაესწროს სამიტს. ვარაუდობენ, რომ ნატოს ხელმძღვანელობა სამიტზე წარადგენს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, მათ შორის განახლებული თანამშრომლობის ორგანოს, ნატო-უკრაინის საბჭოს და არალეტალური სამხედრო დახმარების პაკეტს, რათა დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რეფორმების გატარებასა და ნატოს სტანდარტების მიღწევაში.
უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა სამხედრო შეჭრამ აიძულა ფინეთი და შვედეთი უარი ეთქვათ ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანათ. ვილნიუსის სამიტს, როგორც წევრი, პირველად დაესწრება ფინეთი, თუმცა შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი ბლოკავს. ნატოს სამიტის წინ ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს ღებულობენ.