დღეს ბათუმში მთავრდება ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი 2023“, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება. შეჯიბრებაში 21 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
ასპარეზობა კლასიკურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
დაგროვებული ქულებით ბათუმელები შოთა დოლიძე და რატი დიასამიძე ჩემპიონები გახდნენ, ოქროს მედლამდე ერთი მოგება აშორებს ასევე ბათუმელ ანეტა ქედელიძეს.
ხვალ შეჯიბრება ბლიცში გაიმართება.