პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი პრეზიდენტს

09 ივლისი 2023, 12:03 657 ნახვა

კენჭისყრის შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში, საკითხი ფრაქციას ან პოლიტიკურ ჯგუფს უნდა წარმოედგინა - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საუბარია მიმართვაზე, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 ივლისის სხდომასთან დაკავშირებით კითხვებს უგზავნის.  სალომე ზურაბიშვილს აინტერესებს რა მოხდა მაშინ, როდესაც „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. რატომ გაჩნდა კითხვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დასაძლევად საკმარისი რაოდენობის დეპუტატი არ ჰყავდა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ რეპლიკის სახით წამოძახილს პარლამენტი არ განიხილავს და რეალური კითხვის არსებობის შემთხვევაში პარლამენტისთვის ფრაქციას ან პოლიტიკურ ჯგუფს უნდა მიემართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიმართვა პარლამენტში ჯერ არ შესულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი