საფრანგეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდა, საქართველოს პრეზიდენტი ონლაინ ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა უკრაინის ომის მიმდინარეობისას ევროპის რეგიონში ეკონომიკის მდგრადობის საკითხებზე ისაუბრა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კი საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა გერმანია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მისი განცხადებით რეალურად ომმა უკრაინაში გერმანია აიძულა რომ სხვანაირად დაეწყო ფიქრი გარე სამყაროზე.
მონაწილეები თანხმდებიან რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ევროპა არ დაყოფილა, არც ეკონომიკურად და არც სოციალურად.