აშშ-ში ნიუ-იორკის პორტში გემზე ხანძრის შედეგად 2 მეხანძრე დაიღუპა და 5 დაშავდა. ცეცხლი სატვირთო ხომალდზე გაჩნდა, რომელსაც ასობით ავტომობილი გადაჰქონდა, ბორტზე ეკიპაჟის 28 წევრი იმყოფებოდა.
სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ადგილზე მუშაობა გართულებული იყო, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილი, აშშ-ის უდიდეს პორტებს შორისაა და აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.