ბათუმში, მესამე დღეა ზღვაში დაკარგულ 16 წლის მოზარდს ეძებენ

06 ივლისი 2023, 14:29 1418 ნახვა

ბათუმში, ზღვაში მესამე დღეა 16 წლის ლუკა აბულაძეს ეძებენ. 

როგორც აჭარის მაუწყებელს ლუკას ბიძა, თენგიზ აბულაძე უყვება, ლუკა 4 ივლისს მეგობრებთან ერთად ზღვაზე იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, ის ე.წ წყლის ბანანით ზღვაში უსაფრთხოების ჟლეტის გარეშე გავიდა, უკან გამოსული კი არავის უნახავს. 

"მეგობრებისგან ვიცით, რომ ის ე.წ ბანანზე ავიდა, შემდეგ რა მოხდა ბუნდოვანია. ამოტრიალდა თუ ჩამოყარა მეპატრონემ ბავშვები ბანანიდან, ნაპირზე გამოსული ის არავის უნახავს. მაშველები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ორი პირი გამოიყვანეს, ერთმა გამოსვლა მისით შეძლო, ლუკა კი არსად ჩანს. მეტ ინფორმაციას ჩვენ არ გვეუბნებიან. დიდი თხოვნის შემდეგ დღეს სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ჩემი ინფორმაციით, არც ბანანის მეპატრონე დაუკითხავთ, ბავშვებს არც უსაფრთხოების ჟილეტი ეცვათ" - განაცხადა თენგიზ აბულაძემ.

ლუკა აბულაძის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი