სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილში შევიდა.
დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.