3 ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი დღე იყო

05 ივლისი 2023, 10:15 539 ნახვა

ორშაბათი, 3 ივლისი, აშშ-ის გარემოსდაცვითი პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო. საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ ცელსიუსით 17,01  გრადუსს  მიაღწია და   2016 წლის აგვისტოს რეკორდი მოხსნა.   ბოლო კვირების განმავლობაში  ანომალური სიცხეებია აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.  

ორშაბათს, არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 46 გრადუსს მიაღწია, რაც ქალაქის ყველაზე ცხელი დღე იყო წლის ამ დროისთვის.  ტეხასის სამხრეთში ჰაერი ცელსიუსით 48 გრადუსამდეც კი გათბა.

ჩინეთში, ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით  35 გრადუსს აჭარბებს, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკაში ცელსიუსით 50 გრადუსს. მაისის ბოლოს, ინდოეთის ჩრდილოეთ უტარ პრადეშის შტატის საავადმყოფოები ვერ აუდიოდნენ პაციენტების ნაკადს, როცა შტატში 45 გრადუსიანი სიცხეები იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი