ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული სია დაასახელა

04 ივლისი 2023, 11:51 690 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის 34 კალათბურთელია გამოიძახებული.




გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი, ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც, ძირითადად, სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

მოსამზადებელი პერიოდი 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი