‘’მოხეტიალე ჩელოს მელოდიები’’ - ცნობილი ვიოლონჩელისტი იან მაქსინი საქართველოშია, ის ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს.
ამერიკაში მოღვაწე შემსრულებელი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. მაქსინი მხარდაჭერას უკრაინას უცხადებს. ის ბათუმელი მსმენელის წინაშე ბათუმის საზაფხულო თეატრში 6 ივლისს წარსდგება, 8-ში კი კონცერტი დედაქალაქშია დაგეგმილი.
მაქსინი არაერთ ენაზე ასრულებს მელოდიებს და მსმენელს ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებსაც შესთავაზებს.