მიხელი სააკაშვილის სასამართლო

03 ივლისი 2023, 18:16 1127 ნახვა

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ, – ამის შესახებ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილის თქმით, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, „ბრალდება თითიდან გამოწოვილია“. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში