გუშინ, სანტიაგო დე კომპოსტელაში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელებს შორის.
ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარს კიდევ ერთი მედალი შეემატა - ბრინჯაო, რომელიც თორნიკე სამხარაძემ მოიპოვა. ამრიგად, ბელდუხ გავაშელიშვილის გუნდმა ესპანეთში გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 - ბრინჯაო.
ჩემპიონი ოთარ ადეიშვილი გახდა, გოგა ოთინაშვილი და საბა კობახიძე ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო მესამეზე ნიკა ფანცულაია და თორნიკე სამხარაძე გავიდნენ.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები ამჯერად პრიზიორებში ვერ მოხვდა და 11 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.