უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგე ძალებს შორის 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

03 ივლისი 2023, 10:06 572 ნახვა

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 12 სარაკეტო და 57 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 60-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები. უკრაინაში ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსულ ძალებთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მიმართულებით შეტევა დაიწყეს დონეცკის ოლქის მინკოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში, მაგრამ უშედეგოდ. ამ მიმართულებით, რუსების საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინამ 17 უპილოტო თვითმფრინავიდან 13-ის ჩამოგდება მოახერხა. საჰაერო თავდაცის ძალების ინფორმაციით, შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. დრონებით თავდასხმის გამო, განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებში და ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი