ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო-სასწავლო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატე-დოში, რომელიც კარატეს ლეგენდარულმა ოსტატმა, მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონმა, შავი ქამრის მე-9 დანის მფლობელმა შიხანმა, იაპონელმა სენსეიმ ხიტოში კასუიამ ჩაატარა.
სემინარის შემდეგ ჩატარდა საატესტაციო გამოცდები, რომლის შემდეგაც სპორტსმენებს სხვადასხვა რანგის წოდებები მიენიჭათ.
ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდა. ასპარეზობა როგორც კუმიტეში, ასევე დისციპლინა კატაში გაიმართა.
სემინარი და ტურნირი ტრადიციულია და წელს ბათუმში უკვე 27-ედ ჩატარდა.