პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, კიკბოქსინგში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა შონიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში შონიამ პოლონელი იაკუბ პოკუსა 3:0 დაამარცხა. ფინალური ორთაბრძოლა დღეს გაიმართება.
შონიას მეტოქე უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი იქნება. რაც შეეხება ზურაბ ივანიაძეს, ის ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.