ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქს შეუტიეს. მტერმა კიევზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონები გამოიყენეს, თუმცა უკრაინის დამცველებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს. ამის მიუხედავად, მაინც დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაშავდა 1 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით სამი მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება. ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას ტერიტორიებზე გასულ დღეს 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ბოლო 24 საათში მტერმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 1 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. შეიარაღებულმა ძალებმა გასულ დღეს 790 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.