საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები მე-5 დღეა გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტმა არეულობის გამო გერმანიაში ვიზიტი გადადო.
ქუჩებში ათიათასობით პოლიციელია მობილიზებული. მათსა და აქტივისტებს შორის გასულ ღამეს მარსელში შეტაკება მოხდა, სადაც ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციები გაიმართა პარიზში, ლილიში, ლიონში, ნიცასა და სტრასბურგში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში 719 ადამიანი დააკავეს. პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.