ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

02 ივლისი 2023, 10:18 382 ნახვა

ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ოთარ ადეიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან გერმანელი დაძაბულ ბრძოლაში 10-7 დაამარცხა.

ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს გოგა ოთინაშვილმა და საბა კობახიძემ. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ნიკა ფანცულაიამ სომეხ გურგენ სიმონიანს 5:2 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ გიორგი რომელაშვილი და თორნიკე სამხარაძე ინარჩუნებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში