პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებში საქართველოს ნაკრებს მორიგი მედალი ლაშა გურულმა მოუტანა. ქართველმა მოკრივემ ფინალური დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გარდა ამისა, მან ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. ამ დროისთვის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და მე-19 ადგილზეა.