კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკის შედეგია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის კასპში ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს.