საქართველოში ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მარკუს კოპლინი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კოპლინი კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ონოფრიშვილს შეხვდა, სადაც შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ, კურორტების განვითარების სააგენტოსა და ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მარკუს კოპლინი ასევე გაეცნო თბილისის, წყალტუბოს და ბორჯომის ბალნეოლოგიური კურორტების მდგომარეობას.