ესპანეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც სამი - გოგა ოთინაშვილი, ოთარ ადეიშვილი და საბა კობახიძე დღეს ფინალში იჭიდავებენ. ნიკა ფანცულაია და ლუკა ღვინჯილია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
დღეს ჩემპიონატში მეორე ქართული ხუთეულიც ჩაებმება: მედლებისთვის თორნიკე ასაბაშვილი, გიორგი გოგრიჭიანი, თორნიკე სამხარაძე, გიორგი რომელაშვილი და ზურაბ რომელაშვილი იჭიდავებენ.