გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს დაესხნენ Shahed-ის ტიპის დრონით და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით. როგორც გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული რუსებმა საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი კი 60-ჯერ გაუხსნეს.
გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.