ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
აჭარის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
16-წლამდელთა შორის 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე გახდა, ამავე ასაკში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა გიორგი ძნელაძე.
18-წლამდელთა შორის კი აჭარის ნაკრების მონაგარი ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონი ანრი მსხალაძე გახდა, ლუკა მგელაძემ და გრიგორი ბერიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მსხალაძე არის ევროპის მეხუთე ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ვინც ლევან ცინცაძემ აღზარდა.