ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესი

29 ივნისი 2023, 11:48 453 ნახვა

"სისხლძარღვოვანი ექსპერტები 2023" - თბილისი ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში უცხოელ და ქართველ სპეციალისტებს შორის დაგეგმილია ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულარული პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების მიმართულებით მეთოდების გაზიარება.

ორდღიან კონფერენციას სტუმრობენ მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან და ავსტრიიდან.

კონგრესი საქართველოში უკვე მეორედ მსოფლიოს და საქართველოს ნეიროქირუგთა ასოციაციის ეგიდით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში