საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

29 ივნისი 2023, 10:50 584 ნახვა

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დამწვარი ავტომობილები და დარბეული მაღაზიები. პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი