კანადის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად ჰაერში რეკორდული 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გაიფანტა - განცხადება ევროკავშირის კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურმა გააკეთა.
კანადის ტყის ხანძრის კვამლით ივნისში რამდენიმე მსხვილი ურბანული ცენტრი, მათ შორის ნიუ – იორკი და ტორონტო დაიფარა. ახლა კვამლმა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა.
კვებეკსა და ონტარიოში გაძლიერებული ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროპაში ნისლიანი ცის მიზეზი გახდება.