ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის 

26 ივნისი 2023, 14:15 417 ნახვა

დღეს ესპანეთში 20-წლამდელთა შორის კონტინენტურ პირველობას უმასპინძლებს. ხალიჩაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა ჩასული ტურნირზე.   

რევაზ ლაშხის შეგირდებიდან  დღეს 55; 63; 77; 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავეებს ვიხილავთ, ხვალ - 60; 67; 72; 82 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.

საქართველოს  ნაკრების ღირსებას ევროპირველობაზე თამაზ ღლონტი, ანრი ხოზრევანიძე, რატი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე, ანრი ფუტკარაძე, თორნიკე მიქელაძე, დათა ჩხაიძე აჩიკო ბოლქვაძე, გორ აივაზიანი და რატი ტალიკიშვილი დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში