ამბოხი რუსეთში არ შედგა - ვაგნერმა უკან დაიხია. ამ დრომდე უცნობია პრიგოჟინის ადგილსამყოფელი. ვაგნერის დაჯგუფებაში კი ბუნტია. მეთაურს მებრძოლების ნაწილი უკან დახევას არ პატიობს და ლიკვიდაციით ემუქრება.
უკრაინაში მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა კი, რომლებმაც გუშინ პრიგოჟინს მხარდაჭერა ფრონტის ხაზიდან გამოუცხადეს, მას დღესაც მიმართეს და ღალატშიც კი დაადანაშაულეს.
ვაგნერელების ნაწილი ამტკიცებს, რომ შეწყვეტილმა ამბოხმა ისინი საფრთხეში ჩააგდო.