ქართველი კარატისტების წარმატება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

25 ივნისი 2023, 14:00 792 ნახვა

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. პირველ საშეჯიბრო დღეს  ტატამზე 16 წლამდე ჭაბუკები გავიდნენ.

ლევან ცინცაძის შეგირდებმა საერთო ჯამში ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონი ბათუმელი დიმიტრი მსხალაძე გახდა. გიორგი ძნელაძემ, ოსკარ ჰინჩლეიმ და ავთანდილ პარწიკანაშვილმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. საბა ჭრელაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი