39 წლის ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კაცთა კუმიტეს 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი კარატისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მეტოქესთან 1:5 წააგო და ავტომატურად მე-3 ადგილი ერგო.
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.
ეს ქართული დელეგაციისთვის პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე მეორე მედალია. მანამდე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.